Rus. аллохеирияGk. cheir – ხელი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომი. ერთი კიდურის კანზე გამოწვეული გაღიზიანება აღიქმება მეორე კიდურის სიმეტრიულ ადგილზე. გვხვდება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ზურგის ტვინის ხმობის, გაფანტული სკლეროზის და ისტერიის დროს. შედის სხეულის სქემის აშლის სიმპტომთა კომპლექსში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.