Rus. альтруизмL. alter – სხვა პიროვნების ფასეულობათა ორიენტაციის სისტემა, რომელის დროსაც ზნეობრივი შეფასების ცენტრალური მოტივი და კრიტერიუმია სხვა ადამიანის ან სოციალური ერთობის ინტერესები. ტერმინი შემოღებულია ფრანგი ფილოსოფოსის ო. კონტის (Conte O.) მიერ ეგოიზმის საწინააღმდეგო ცნების აღსანიშნავად. ფროიდი ფსიქოანალიზურ კონცეფციაში ალტრუიზმს განიხილავს როგორც სუბიექტის ნევროზულ მოთხოვნილებას დანაშაულის გრძნობის შესასუსტებლად ან როგორც მისი ეგოიზმის კომპენსაციას, რომელიც გამოიდევნება. ალტრუიზმი შეიძლება გამოვლინდეს სუბიექტის მოქმედებებში კონკრეტულ საშიშ სიტუაციებში (მაგ. საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვის გადარჩენა) ან შეიძლება იყოს გაცნობიერებული ორიენტაცია, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ქცევას. მთლიანობაში ალტრუიზმი იქცევა პიროვნების ცხოვრების არსად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.