პრესენილურ დემეციათა ჯგუფის დაავადება. ვითარდება ადრეულ სენილურ ასაკში მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის სახით. მისგან განსხვავდება ფსიქოპატოლოგიურ სიმპტომთა კეროვანებით. დაავადების დასაწყისში გვხვდება პიროვნების შეცვლა სენილური ტიპით, მეხსირების დაქვეითება. გლობალური დემენცია, ამავე დროს შენარჩუნებულია საკუთარი უუნარობის შეგრძნება, გამოხატულია მეტყველების, გნოზისის, პრაქსისის, თვალის წერის ლოკალური დარღვევები, ტიპურია აფაზიურ დარღვევათა დინამიკა: ამნეზიური, შემდეგ სენსორული და მოტორული აფაზია. აღინიშნება ლოგოკლონია. გამოხატულია გაფანტული ნევროლოგიური სიმპტომატიკა და ეპილეფსიფორმული გულყრები. ტერმინალურ სტადიაში გვხვდება ექსტრაპირამიდული ნიშნები, ფსიქიკური და სომატური მარაზმი, კახექსია კონტრაქტურებით. პათოლოგანატომიურიად – თავის ტვინის ქერქის, განსაკუთრებით შუბლის და საფეთქლის წილების დიფუზური ატროფია. სენილური ფოლაქების დიდი რაოდენობით არსებობა. ნეიროფიბრილების ალცჰაიმერული გადავარდება. მიეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებებს. (Alzheimer A.. 1906)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.