Rus. Гаккебуша-Гейера-Геймановича болезнь ათეროსკლეროზული და სენილურ-ატროფიული პათოლოგიის ერთ-ერთი კლინიკური ვარიანტი. დასაწყისში აღინიშნება პიროვნების მოხუცებულობითი ცვლილებები, რომელთა ფონზე ვლინდება სისხლძარღვოვანი გენეზის კეროვანი აფაზიურ-აგნოზიურ-აპრაქსიული დარღვევები, ლოკალიზებული დომინანტური ჰემისფეროს ოსემ-საფეთქლის მიდამოში. მიმდინარეობა პროგრედიენტული, გაუარესებით, რაც გამოწვეულია ინსულტებით. დაავადების სურათი ხშირად ხასიათდება ფსევდოალცჰაიმერის სინდრომით. (Гаккебуш В.М., Гейер Т.А., Гейманович А.И., 1912-1916)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.