A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამტ ამუ ამფ

ამბრუმოვას კონცეფცია სუიციდური ქცევისა

Rus. Амбрумовои концепция суицидального поведения
დამყარებულია პიროვნული პარამეტრების და სოციალური სიტუაციის სისტემურ განხილვაზე. რომელშიც მონაწილეობს მოცემული პიროვნება. სუიციდი განიხილება როგორც პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური დეზადაპტაციის გამოვლინება (არაპათოლოგიურ და პათოლოგიურ დონეებზე) გადაუჭრელი მიკროსოციალური კონფლიქტების არსებობის დროს. სუიციდური ტენდენციების რეალუზაციის ალბათობის დონე დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორთა ერთობლიობაზე – პიროვნების ტიპოლოგიური მზადყოფნის ხარისხზე, „ცხელი წერტილების“ და პიროვნული „ჩავარდნების“ არსებობაზე (ანუ სუიციდენტის ბიოგრაფიაში საკვანძო მომენტები), სტრესულ (კონფლიქტურ) სიტუაციურ დატვირთვაზე. პიროვნებისა და გარემოს ურთიერთობის დარღვევა შესაძლოა აღმოცენდეს როგორც პიროვნული, ასევე უახლოესი სოციალური გარემოცვის არსებული ცვლილებების ხარჯზე (მაგ., ოჯახი). კლინიკურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში სუიციდური ქცევის განხილვისას კონცეფცია ითვალისწინებს რისკაფქტორების ურთიერთქმედებას სამ ძირითად დონეზე – ფსიქოპათოლოგურ, ინდივიდუალურ-პიროვნულ და სიტუაციურ-გარემოებით დონეებზე; იგი მისაღებია სუიციდის მექანიზმის გაგებისათვის როგორც ფსიქოზებით და მოსაზღვრე ფსიქიკური აშლილობებით დაავადებულებში, ასევე პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში. (Амбрумова А.Г. 1971)
See also: თვითმკვლელობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9