Rus. амимияGk. mimia – მიმსგავსება მიმიკის დარღვევა; გვხვდება სახის ნერვის დაზიანების, პარკინსონიზმის, კატალონიური სტუპორის, ნეიროლეფსიური სინდრომის, იდიოტიის და ა.შ დროს. პარკინსონიზმის დროს ამიმია – ემოციური რეაქციების მოტორული კომპონენტების ერთ-ერთი გამოვლინებაა და შედის ზოგადი აკინეზიის სინდრომში. ამიმია გვხვდება თავის ტვინის შუბლის წილის ორგანული დაზიანებისას („შუბლის სინდრომი“), მიუთითებს ემოციური სფეროს დარღვევებზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.