Rus. амитал-кофеиновая проба განმუხრუჭება მიიღწევა კოფეინის (10%-იანი 2 მლ.) ხსნარის და 20-30 წუთის შემდეგ ნატრიუმის ამიტალის (2%-იანი – 20 მლ. ოყნით ან 5%-იანი – 5-10 მლ ხსნარი კუნთებში) ხსნარის შეყვანით, ხშირად კოფეინი და ნატრიუმის ამიტალი შეჰყავთ ვენაში ერთდროულად. გამოიყენება სტუპორული მდგომარეობების (კატატონიური და რეაქტიული) დიაგნოსტიკის მიზნით; განმუხრუჭების პერიოდში ავადმყოფი ხდება კონტაქტისათვის ხელმისაწვდომი, რაც ექიმს აძლევს საშუალებას, ჩაწვდეს მის ავადმყოფურ განცდებს. განმუხრუჭების მდგომარეობა გადადის ძილში.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.