A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბაბ ბავ ბაზ ბათ ბაი ბალ ბამ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაშ

ბარბიტურატიზმის ინტოქსიკაციური გამოვლინებები

Rus. барвитуратизма интоксикационные проявления
ბარბიტურატებით მსუბუქი ინტოქსიკაცია მოგვაგონებს ალკოჰოლურ სიმთვრალეს. აღინიშნება შეკავება, დისკოორდინაცია, აზროვნების და მეხსიერების გაძნელება, მეტყველებისა და გაგების პროცესის შენელება, კრიტიკის დაქვეითება, სექსუალური აგრესიული იმპულსების განმუხრუჭება, ყურადღების დიაპაზონის შევიწროება, ემოციური ლაბილობა, პიროვნული ხაზების გამკაცრება. შეკავებითი მოვლენები რედუცირებას განიცდის რამდენიმე საათში, ხოლო კრიტიკის, გუნება-განწყობის და მოძრაობითი დარღვევები შეიძლება გაგრძელდეს 10-22 საათის განმავლობაში. თრობის სურათში აღსანიშავია ჭირვეულობა, მრისხანება, მტრული დამოკიდებულება. ზოგ შემთხვევაში – პარანოიდული იდეები და სუიციდური ტენდენციები. ნევროლოგიურად – ნისტაგმი, დიპლოპია, ატაქსიური სიარული, რომბერგის პოზაში არამდგრადობა, ჰიპოტონია, დისმეტრია, ზედაპირული რეფლექსების გაცხოველება. ნარკომანიით დაავადებულთათვის სასიკვდილო დოზა ინდივიდუალურია და მერყეობს 3:1, 50:1
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9