ფსიქოლოგიური მეთოდიკა, მიმართულია „მორალური განსჯის უნარის“ გამოსაკვლევად. ვლინდება გამოსაკვლევის პიროვნული პოზიცია ექსპერიმენტულ დავალებაში აღწერილი რთული ცხოვრებისეული კოლიზიების, კონფლიქტური სიტუაციების მიმართ. ავადმყოფის პასუხების ანალიზის დროს ყურადღება ექცევა, რამდენადაა წარმოდგენილი მის მსჯელობაში აფექტური და რაციონალური შეხედულებანი. იმასთან დაკავშირებით, რომ ავადმყოფი გარკვეულწილად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას დავალების ერთ-ერთ პერსონაჟთან, რომელიც განიცდის სტრესის ზემოქმედებას, მეთოდიკა შეიცავს პროექციულობის ელემენტებს, ახლოსაა როზენცვაიგის ფრუსტრაციის მეთოდიკასთან. დადგენილია მაჩვენებელთა არსებითი განსხვავება ფსიქიკურად ჯანმრთელებსა და შიზოფრენიით დაავადებულებს შორის(Baruk H., 1947)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.