A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
იდე იდი

იდეათა ჯირითი

Rus. скачка идеи
L. fuga idearum
აზროვნებითი მოქმედების მკვეთრი აჩქარება მისი ლოგიკური წყობის, თანმიმდევრობის დარღვევით, აისახება მეტყველებაში. მეტყველებითი პროდუქცია ატარებს ასოციაციათა ჯაჭვის ხასიათს, აღმოცენდება არათანმიმდევრულად და არამყარად ყურადღების გაფანტულობის ფონზე, თვით ასოციაციები ზერელეა ჟღერადობის, მოსაზღვრეობის მიხედვით. აზროვნების მიზანმიმართულება არამყარია. აღინიშნება მდფ-ის მანიაკალური ფაზის, შიზოფრენიის მანიაფორმული მდგომარეობის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9