(Kraepelin E., 1913) აზროვნებით-მეტყველებითი აშლილობის თავისებური გამოვლინება შიზოფრენიის დროს. თავდაპირველად გამოყოფილი იყო როგორც შიზოფრენიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მკვეთრად გამოხატული გახლეჩილობა და სრულიად გაუგებარი მეტყველება ქმნიდა კონტრასტს გარეგნულად მოწესრიგებულ და ინტელექტუალ და აფექტურად შედარებით შენარჩუნებულ ავადმყოფებში. დამახასიათებელია მომატებული მეტყველებითი აქტივობა, მეტყველებითი ნიაღვარი, მონოლოგის სიმპტომი, რომელიც მიმდინარეობს მეტყველებითი გამოფიტვის გარეშე და თანამოსაუბრის აუცილებლობის არარსებობით. ამჟამად განიხილება როგორც პარანოიდული შიზოფრენიის მიმდინარეობის ეტაპი (Вроно М.Ш., 1059). კრონფელდის (Kronfeld A., 1940) მიხედვით, ახლოს არის გახლეჩილობის ცნებასთან, კლინიკური სურათის ფორმირებაში საერთოა ფსიქომოტორულ-კატატონიური დინამიზმების როლი. აღწერილია შემთხვევები, როცა შიზოფაზია გამოვლინდა მხოლოდ წერის დროს (შიზოგრაფია (Levi-Valensy J., Migault P., Lacan J., 1931) შ-ის, როგორც დეფექტსინდრომის, ფსიქოფარმაკოლოგიერ აღდგენადობამე მიუთითებდა ა. ზურაბაშვილი (1955).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.