Rus. амнезия ретроградная периодическая ხასიათდება შეტევისმაგვარად აღმოცენებული რეტროგრადული ამნეზიის მდგომარეობით (რეტროაქტიური – ბეხტერევის ტერმინოლოგიით). დამასასიათებელია სრული ორიენტაცია დროში, ადგილსა და საკუთარ პიროვნებაში. ავადმყოფი უჩივის მძიმე განცდას. უუნარობას. აღადგინოს მეხსიერებაში ის, რაც მას გადახდა შეტევამდე რამდენიმე საათის წინ (დღე-ღამის განმავლობაში). შეტევის შემდეგ – განცდილთან დაკავშირებით ამნეზია აღწერილია თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს (ინსულტის გადატანის მოგვიანებით პერიოდში) და თავისი გენეზით განიხილება როგორც ეპილეფსიფორეული (Бехтерев В.М., 1900)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.