Rus. амокMalt. amoq – ცოფიანი, შმაგი მწვავე ფსიქოზი, რომელიც აღწერილია მალაის კუნძულების აბორიგენებში. დისფორიის პერიოდის შემდეგ, ზოგჯერ მის გარეშეც, ვითარდება ცნობიერების ბინდისებრი აშლილობა აგრესიულ-დამანგრეველი მოქმედებებით, შემდგომი ამნეზიით. კრეპელინის მიხედვით, ამოკი წარმოადგენს ეპილეფსიური წრის ფსიქოზს. მინკოვსკა (F. Minkowska, 1935) თვლიდა, რომ ამოკი დეფენზიურ-ექსპლოზიური პროპორციის გამოვლინებაა, დამახასითებელია გლიშროიდიისთვის (ეპილეფსოიდია): ბლანტი აფექტის დაგროვება, მისი სტამი და აფექტური ექსპლოზიური განტვირთვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.