A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამტ ამუ ამფ

ამტჰაუერის ტესტი ინტელექტის სტრუქტურისა

Rus. Амтхауераа тест структуры интеллекта
(Amthauer R., 1953). ინტელექტის გამოკვლევის ერთ-ერთი ფსიქომეტრიული ტესტი. მიმართულია ვერბალური ინტელექტის (ინდუქციური აზროვნება, კომბინატორიკა, მსჯელობის ფორმირება), საანგარიშო-მათემატიკური უნარის, სივრცობრივი აღქმისა და ათვისებული მასალის დამახსოვრების შენარჩუნების გამოსაკვლევად. შედგება ცხრა სუბტესტისაგან. ინტელექტის დონის შეფასების გარდა ხდება მისი სტრუქტურის დახასიათება ცალკეული სუბტესტის წარმატებით შესრულების მიხედვით. გამოიყენება 13-61 წლის ასაკის პირთა გამოსაკვლევად. ყოფილ საბჭოთა კავშირში ადაპტირებული იყო ლიიმეტსის, სიერდის, ტოიმის მიერ (Х.И. Лийметс, Ю.Л. Сыэрл, К.Ю. Тоим, 1974)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9