A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამტ ამუ ამფ

ამუზია

Rus. амузия
Gk. musikōs – მუსიკალური
(Stainhals, 1871). მუსიკის (ვოკალური ან ინსტრუმენტული) გაგების და შესრულების, ნოტების წერის და კითხვის უნარის დარღვევა. ხშირად ერწყმის სმენით აგნოზიას. ამუზიაზე ლაპარაკი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ეს უნარი ადრე ახასიათებდა ავადმყოფს. არჩევენ მოტორულ და სენსორულ ამუზიას. სენსორული ამუზიის დროს მუსიკის აღქმა დარღვეულია, თუმცა, შესრულების უნარი შედარებით შენარჩუნებულია, გვხვდება თავის ტვინის 22-ე ველის (ბროდმანის მიხედვით) დაზიანებისას. მოტორული (ვოკალური)ამუზიის დროს კი დარღვეულია მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უნარი მისი აღქმის უნარის შენარჩუნების ფონზე, დაკავშირებულია 45-ე ველის დაზიანებასთან. ამუზია განსხვავდება აპრაქსიული დაზიანებისაგან, რომლის დროსაც შეუძლებელია მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9