ნივთიერებები, მასტიმულირებლად მოქმედებს ცნს-ზე. ამფეტამინების ჯგუფიდან პირველი პრეპარატი სინთეზირებული იქნა 1887 წ., მაგრამ 1932-მდე არ იყენებდნენ როგორც ფარმაკოლოგიურ საშუალებას. თავდაპირველად ისინი გამოიყენეს ინჰალატორების სახით სურდოსა და ასთმის წინააღმდეგ. 1937წ დამზადებულ იქნა ტაბლეტები, რომელიც გამოიყენებოდა ნარკოლეფსიის და პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმის, ასევე დეპრესიის და ფსიქოენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითების სამკურნალოდ. 70-იან წლებში აღნიშნულია ამფეტამინებით გამოწვეული ნარკომანიის ზრდა, რის შემდეგაც, ერთი მხრივ, შეიზღუდა მისი სამედიცინო მოხმარება, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზარდა არალეგალური წარმოება და მოხმარება. ამჟამად, ცნობილია ამფეტამინების რიგის 500-მდე პრეპარატი, რომელთაგან ყველაზე ხშირად გვხვდება ამფეტამინები (Amphetindon, Angorex, Astedin, Benepac, Catalip, Dipen, Indafen, Oracon, Fenamin და სხვ.), დექსტროამფეტამინები (Adipan, Bontril, Codexin, Dexedrini, Elastonin, Maxiton, Theosol და სხვ.), მეტამფეტამინები (Ambar, Bustaid, Cidin, Desoxypad, Episindrome, Methedrine, Normadine, Oxyfed, Stenamine, Pervitin და სხვ.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.