A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შერეული მდგომარეობები

Rus. смешанные состоянияю
(Hagen F.W., 1868; Kraepelin E., 1896) ცირკულარული ფსიქოზის ატიპური და ერთდროულად მიმდინარე ფაზები, ხასიათდება მანიაკალური და დეპრესიული სიმპტომატიკი ურთიერთშერევით. არჩევენ: მანიაკალურ სტუპორს (მანია იდეათა ჯირითის შეცვლით აზროვნების დაეუხრუჭებით, დამუხრუჭებული მოტორიკის დროს), დეპრესიას აგზნებით (მომრავლებული მოქმედებები დათრგუნული აზროვნებითი პროცესების და დაქვეითებული გუნება–განწყობის დროს), არაპროდუქტიულ მანიას (აწეული გუნება-განწყობა დამუხრუჭებული აზროვნებით), დეპრესიას იდეათა ჯირითით, დამუხრუჭებულ მანიას (იდეათა ჯირითი და აწეული გუნება-განწყობა მოძრაობითი დამუხრუჭების დროს). ზოგიერთი ამ მდგომარეობის შერეულთან მიკუთვნება სადისკუსიოა, მაგ., არაპროდუქტიული მანია ზოგიერთი მკვლევარის მიერ განიხილება როგორც კრებითი ჯგუფი, უპირატესად იგი გამოდის ცირკულარული ფსიქოზის ფარგლებიდან (Лукомский И.И,. 1961)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9