Rus. анаболические препаратыGk. anabolē – აღმართი სამკურნალო პრეპარატები, ხელს უწყობს ორგანიზმში ცილის სინთეზის სტიმულირებას, იწვევს მადის გაძლიერებას, კუნთოვანი მასის და მთელი სხეულის გაზრდას, აუმჯობესებს ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას, აჩქარებს ძვლების კალცინაციას. მათი დანიშვნისას ავადმყოფის საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების გარკვეულ რაოდენობას. ინიშნება კახექსიური მდგომარეობის, სხვადასხვა გენეზის ასთენიის დროს. არჩევენ არასტეროიდულ (კალიუმის ოროტატი და სხვ.) და სტეროიდულ (ნერობოლი, რეტაბოლილი, ფენორობოლი და სხვ.) ანაბოლური პრეპარატებს. უკანასკნელი სტეროიდების სინთეზური წარმოებულებია, რომელთაც გააჩნიათ ამორჩევითად ანაბოლური აქტივობა მინიმალურად გამოხატული ანდროგენური ეფექტით
Synonym: ანაბოლიზანტები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.