A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანალგეზიური პრეპარატები

Rus. аналгетические препараты
Gk. algēsis – ტკივილის შეგრძნება
ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფი, იყოფა ნარკოტიკულ და არანარკოტიკულ ანალგეზიური პრეპარატებად. ნარკოტიკულია ის პრეპარატები, რომლებიც რაიმე სახით მოქმედებს ოპიატურ რეცეპტორებზე. მოქმედების მიხედვით არჩევენ: აგონისტებს – მორფინი, კოდეინი, პრომედოლი, ჰიდრომორფინი, ლევომეტადონი, პეთჰიდინი, დექსტროპროქსიფენი, ფენტანილი, MST, დეჰიდროკოდეინი და სხვ. აგონისტ-ანტაგონისტებს – პენტეზოცინი, ტალიდინი, ბუტორფენოლი, ნალბუფინი, ნალორფინი, სტადოლი; ანტაგონისტებს – ნალოქსონი, ნარკანი, ბუპრენორფინი და ტრამადოლი (ტრამუნდინი) (ეს უკანასკნელი წარმოადგენს აგონისტს მოქმედების შერეული მექანიზმით), ანალგეზიური პრეპარატების მეორე (არანარკოტიკული) ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი ქვეჯგუფებით: სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა, სალიცილამიდი, დიფლუნიზალი); P-ამინოფენოლის წარმოებულები (პარაცეტამოლი); პირაზოლის წარმოებულები (ფენაზონი, მეტამიზოლი); ანტრანილის მჟავას წარმოებულები (მეფენამის მჟავა, ფლუფენამინის მჟავა, ნიფლუმის მჟავა); პროპიონის მჟავას წარმოებულები (იბუპროფენი). ნარკოტიკული ანალგეზიური პრეპარატებითვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და ე.წ. მიჩვევის ეფექტის წარმოშობა. ისინი დამთრგუნველად მოქმედებს ცნს-ზე. გარდა ანალგეზიური თვისებებისა, ატარებს საძილე და ხველების საწინააღმდეგო თვისებას (თრგუნავს სუნთქვის ცენტრს), ცვლის გუნება-განწყობას. არანარკოტიკული ა.შ. ატარებს ძირითადად სამი სახის თვისებას: ანალგეზიურს, ანთებისაწინაადმდეგოს და სიცხისდამწევს. მათი ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია უპირატესად პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით, ვიდრე ცენტრალურზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9