ცნს-ის ფუნქციური წარმონაქმნი, იღებს და აანალიზებს ორგანიზმსა და გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას. ანალიზატორის მოქმედება ხდება ტვინის განსაზღვრული სტრუქტურებით. ცნება შემოღებულია პავლოვის (Павлов И.Н.) მიერ, რომლის კონცეფციის მიხედვით, ანალიზატორი შედგება სამი რგოლისაგან: რეცეპტორები: აფერენტული (რომლებიც ატარებს იმპულსებს რეცეპტორებიდან ცენტრისაკენ) და ეფერენტული გზები (რომლებიც ატარებს იმპულსებს ცენტრიდან პერიფერიისაკენ); ქერქული პროექციული ზონები. ანალიზატორის მოქმედების ფუნქციური მექანიზმები შესწავლილია ანოხინის (Анохин Н.К.) მიერ, რომელმაც შექმნა ფუნქციური სისტემის კონცეფცია. არჩევენ: კანის, ტკივილის, ყნოსვის, გემოვნებით, მხედველობით, სმენით, მოტორულ, ვესტიბულურ, მეტყველებით-მამოძრავებელ, ინტეროცეპციურ, პროპრიოცეპციურ და ა.შ. ანალიზატორს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.