A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანალიზი სტრუქტურული

Rus. анализ структурный
ფსიქოზის სურათის ანალიზი მასში მონაწილე მრავალი ფაქტორების თანაფარდობის პოზიციიდან – ეტიოლოგიური, პათოგენეზური, პათოლოგიური და წინაგანწყობითი. ფასდება ფსიქოზის სტრუქტურა და დინამიკა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და ეტიოპათოგენეგური ფაქტორების გარდა, გამოიყოფა პიროვნების ასაკის, სქესის, კონსტიტუციურ-ტიპოლოგიური თავისებურებების, გარემოს გავლენის მნიშვნელობა. მხედველობაში მიიღება სტრუქტურისადმი ფსიქოგენიის ხასიათის შესაბამისობა ან შეუსაბამობა. ანალიზი სტრუქტურულის ტიპური მაგალითია – სენსიტიური დამოკიდებულების ბოდვა, კრეჩმერის მიხედვით. ფსიქოზის სტრუქტურაში განასხვავებენ ენდოგენურ, ეგზოგენურ, ფსიქოგენურ-რეაქტიულ, სომატურ, ფუნქციურ და ორგანულ ფაქტორებს. მათი თანაფარდობა განსაზღვრავს ფსიქოზის ნოგოლოგიურ ინდივიდუალობას.(Kretshemer E., 1918. 1922; Birnbaum K., 1919)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9