A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
საა სად საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საქ საძ სახ

საკვანძო განცდები

Rus. ключевые переживания
განცდები, რომლებიც სპეციფიკურია განსაზღვრული პიროვნებისათვის და მასში იწვევს დამახასიათებელ, განსაკუთრებით ძლიერ რეაქციებს. შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო განცდები და ხასიათი შეეფერება ერთმანეთს ისევე, როგორც გასაღები და ბოქლომი. უმნიშვნელო სექსუალურ-ეთიკური დაღრვევის განცდა შეიძლება იყოს სპეციფიკური სენსიტიური ტიპის პიროვნებისთვის, ხოლო კვერულანტული მიდრეკილებების ადამიანისათვის დარჩეს შეუმჩნეველი, ჩაიაროს უკვალოდ. კრეჩმერის მიხედვით, საკვანძო განცდები მნიშვნელოვან როლს ასრულდებს სენსიტიური ბოდვის წარმოქმნაში.(Kretchmer E., 1922)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9