Rus. анальностьE. anality ფსიქოანალიზში: ტერმინი ეხება ყველა იმ შეგრძნებას, იმპულსებს, პიროვნული ნიშნების ფსიქიკურ ორგანიზაციას, რომლებიც წარმოშობილია ფსიქოსექსუალური განვითარების ანალური ფაზის დროს. ანალური ეროტიზმი გულისხმობს სექსუალურ სიამოვნებას ანალურ ფუნქციებში (შეხება, დაყნოსვა, შეკავება, გამოშვება და სხვა). ფსიქოანალიზის მიმდევრები ხასიათის ისეთ თვისებებს. როგორიცაა: აკურატულობა, უსუფთაობა, სიჯიუტე. დაუმორჩილებლობა, გაზრდილი ამბივალენტობა, ზომიერი სიძუნწე, მრისხანება და სადიზმ-მაზოხიზმი. განიხილავენ ანალური ხასიათის ნიშნებად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.