Rus. анамнезGk. anamnēsis – მოგონება ავადმყოფის, მისი დაავადების განვითარების, გარემოს შესახებ ცნობების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია ავადმყოფის (სუბიექტური ანამნეზი) და მისი გარემომცველი პირების (ობიექტური ანამნეზი) გამოკითხვით. არჩევენ ანამნეზს: ფსიქიატრიულს (ფსიქიკური განვითარების თავისებურებანი, პიროვნების პრემორბიდული ხაზები, მემკვიდრეობა, ინტერესების და გატაცების წრე, სასწავლო პროცესში მოსწრება, მავნე ჩვევების არსებობა და ა.შ.); სოციალურს (საყოფაცხოვრებო პირობები, სოციალური მიკროგარემოს დახასიათება, ურთიერთობა კოლექტივში, საზოგადოებაში); ფარმაკოლოგიურს (ავადმყოფის მიერ მიღებული მედიკამენტები და მათი ეფექტურობა, გვერდითი მოვლენები, ზოგიერთი პრეპარატის მიმართ აუტანლობა); ეპიდემიოლოგიურს (ავადმყოფის საცხოვრებელი ადგილის. ინფექციური დაავადებების შესახებ ცნობები). ფსიქიატრიულ ანამნეზში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაავადების, ცხოვრების, მემკვიდრეობის, ოჯახურ და ა.შ. ანამნეზს.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.