Rus. ананказмGk. anankasma – იძულება მოვლენა, გამოწვეული აკვიატებული იდეების ავტომატიზმით, მათი დომინირებით ავადმყოფის ფსიქიკაში და გავრცელებით მოძრაობით სფეროზე, აკვიატებული რიტუალების წარმოქმით. აკვიატებულ მდგომარეობათა სახე, გამოიხატება სიტუაციურად არაადეკვატური განცდებით და მოქმედებებით, მაგ., ხელების აკვიატებული ბანა. აღინიშნება მშფოთვარე-იჭვნეულ, ინერტულ, პედანტურ პირებში, ხშირად აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის და ფსიქასთენიის ფარგლებში. (Donath G., 1897)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.