A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მაგ მად მაზ მათ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაუ მაქ მაწ მახ

მანერულობა

Rus. манерность
(Kläsy J., 1922). სიმპტომი გამოვლინდება ქცევითი ხელოვნურობით, მანერების. ჟესტების, მიმიკის, გამოთქმის უტრირებით, ავადმყოფის უჩვეულო მანერები მოკლებულია აზრს. ქცევა გამოირჩევა უცნაურობით. აღინიშნება ფსიქიკურად ჯანმრთელებში და პათოლოგიის დროსაც. ჯანმრთელებში მანერულობა წარმოადგენს არასწორი აღზრდის შედეგს, სურვილს იყოს გამორჩეული, მიიპყროს ყურადღება. ისტერიული მანერულობა გამოირჩევა აფექტაციისადმი მიდრეკილებით, ყოველთვის შეიცავს თეატრალობის ელემენტებს. შიზოიდური წრის ფსიქოპათიურ პიროვნებებში მანერულობა თანდაყოლილი სურვილია. ამგვარად დაძლიოს მორცხვობა. მანერულობა უმეტესად აღინიშნება შიზოფრენიის დროს. განსაკუთრებით გამოხატულებას აღწევს მისი ჰებეფრენიული ფორმის დროს, აგრეთვე გამოსაეალ მდგომარეობებმი, კატატონიების დროს რემისიებში. შიზოფრენიის დროს მანერულობა ემოციურად გამოფიტულია, სტეროიტიპულია. თან ახლავს არაბუნებრივი, დვარჭნილი გამოთქმები, ხდება მოძრაობების სინატიფის, ბუნებრიობის დაკარგვა (გრაციის დაკარგვა, კრეპელინის მიხედვით). ქრება ჟესტებისა ღა მიმიკის გამომხატველობა (Зиновьев И.М., 1931).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9