A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰაშიშიზმი

Rus. гашишизм
(Golles S.,1969) მონაცემებით, მარიხუანას მომხმარებელთა 10% იწყებს სისტემატურ წევას. პიატნიცკაიას (Пятницкая И.Н.,1994) მონაცემებიც), ჰაშიშის მოხმარების შემდეგ 1–1,5 წლის განმავლობაში ფორმირდება მიჩვევის სინდრომი. პირველი სტადიის დასაწყისში თრობის სურათი არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ სიმპტომს. რომლებიც თანდათან რედუცირდება. მაგ., პირველ ფაზაში შიშის და შფოთვის აფექტები, ძილიანობის გაქრობა. ტოლერანტობა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ თანდათან მატულობს, მოხმარების ფორმა სისტემატიზდება. ფორმირდება ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი. ფსიქიკური კომფორტი ნაწილობრივ მიიღწევა მხოლოდ ჰაშიშით გამოწვეული თრობის დროს. პირველი სტადია გრძელდება დაახლოებით 2-5 წელი. მეორე სტადიაში აღმოცენდება ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი, ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი ღებულობს განსხვავებულ სახეს. თანდათან იკარგება თრობის I და IV ფაზები, ქრება ვეგეტატიური რეაქციები, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული დეპრესიული ეფექტი თანდათან რედუცირდება. მხოლოდ თრობის დასაწყისში გამოვლინდება გარკვეული ფსიქო-სომატური მოდუნება. ნარკომანი თანდათან ხდება აქტიური, შრომისუნარიანი, ხალისიანი, ასოციაციების ტემპი აჩქარებულია. თრობა გრძელდება 1-1,5 სთ, რის შემდეგაც ვითარდება ფსიქო-ფიზიკური ენერგიის, შრომის უნარის და ინტერესების დაქვეითება. ადგილი აქვს „ამოტივაციურ“ სინდრომს. თრობის სედაციური ეფექტის გასაძლიერებლად არაიშვიათად გამოიყენება ალკოჰოლი. ჰაშიშს ეწევიან არა მხოლოდ ჯგუფერად, არამედ მარტოც. ხშირდება ახალი დოზების მიღების ტემპი. საბოლოოდ ფორმირდება ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი. ერთადერთი საშუალება ფსიქიკური კომფორტის მისაღწევად და ფსიქიკის „ოპტიმალური“ ფუნქციონირებისათვის არის ინტოქსიკაციის პერიოდი. ვლინდება ტემპერამენტის ბიპოლარობა (Soulif M. 1967) ნარკოტიკულ თრობაში და მის გარეშე, რომელიც ვლინდება სურვილით, იყოს მუდმივად ჰაშიშომანებთან, ავლენს მიდრეკილებას ნეგატივიზმის, დეპრესიების, აგრესიულობისადმი, აქვს გაუთავებელი მეტყველების, განცხრომის სურვილი. ობსესიურ ლტოლვას უერთდება კომპულსიურიც, რომელიც მოგვაგონებს ასეთივეს ალკოჰოლიზმის დროს. გარდა ფსიქიკური დისკომფორტისა, შეიგრძნობა ფიზიკური კომფორტის დაკარგვა თრობათაშორის პერიოდში, რაც იწვევს ავადმყოფის კრიმინალიზაციას. კომპულსიური ლტოლვა გამოხატულია არა მარტო აბსტინენციაში, არამედ რემისიების დროსაც. თანდათან ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. მეორე სტადიაში ადგილი აქვს რიგ ფსიქოზურ მოვლენებს. მეორე სტადიის ხანგრძლივობა აღწევს 5-8 წელს. ქვეითდება ტოლერანტობა. ნარკოტიკული საშუალება იძლევა მხოლოდ მატონიზებელ ეფექტს. მოხმარების ფორმა სისტემატურია, შესაძლებელია მიიღოს პერიოდული ხასიათიც. ინტოქსიკაციის გარეშე გამოხატულია პასიურობა, არაპროდუქტიულობა, მორალურ-ეთიკური დაქვეითება. აბსტინენციური სინდრომი მესამე სტადიაში გახანგრძლივებულია, ნაკლებად ინტენსიურია ფსიქოპათოლოგიური და ვეგეტატიური მოვლენები. წინა პლანზეა ასთენიური და იპოქონდრიული შეგრძნებები. მიმდინარეობს პიროვნების პათოლოგიური განვითარება აპათიურ-აბულიური, აგზნებადი და ისტერიული (იპოქონდრიული ჩართვებით) ტიპით, პიროვნების თანდათანობითი ფსიქოპატიზაციით და ინტელექტუალურ-მორალური დეგრადაციით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9