A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Cannabis intoxication

292,89 - DSM-IV-ით კანაბისით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) კანაბისს მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., გაუარესებული მოტორული კოორდინაცია, ეიფორია, შფოთვა, დროის აღქმის და მეტყველების შენელება, არასწორი მსჯელობა, სოციალური განრიდება), განვითარებული კანაბისის მიღების შემდეგ მოკლე დროში. გ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული კანაბისის მიღებიდან ორი საათის შემდეგ: 1. მადის მომატება; 2. პირის სიმშრალე; 3. ტაქიკარდია; 4. კონიუნქტივების ინიცირება: დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9