A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰაშიშიზმი აბსტინენციური სინდრომი

Rus. гашишизм абстинентный синдром
აბსტინენციური სინდრომი ფორმირდება ჰაშიშიზმის 2-3 წლის თავზე. მისი ხანგრძლივობა 3-14 დღიდან 1 თვემდეა. აღმოცენდება უკანასკნელი მოწევიდან 4-5 საათის შემდეგ და გამოვლინდება გუგების გაფართოვებით, მთქნარებით, მოდუნებით, კუნთთა სისუსტით, შემცივნებით. გამოხატულია მოუსვენრობა, დისფორიები, მადისა და ძილის დაკარგვა, კომპულსიური ლტოლვის წარმოშობა. შემდგომში ვითარდება იოლი ტრემორი, ჰიპერრეფლექსია, კუნთთა ჯგუფების ტონური შეკუმშვები, არტერიული წნევის მომატება, პულსისა და სუნთქვის აჩქარება, სახის ჰიპერემია, ატაქსია, შფოთვა, გახშირებული ცემინება, ნერწყვისა და ცრემლის დენა, „ბატის კანი“. დაახლოებით 24 სთ-ის შემდეგ გამოვლინდება სენესტოპათიური ჩივილები: გულმკერდის არეში სიმძიმის და ზეწოლის, გულისა და თავის არეში ტკივილის და მოჭერის, კანზე და კანქვეშ ჩხვლეტითი, ცოცვითი, წვითი შეგრძნებები. ძლიერდება კომპულსიური ლტოლვა. ავადმყოფი ხდება მტირალა, ჭირვეული, მოუსვენარი. დისფორიული მდგომარეობა იცვლება ასთენიური დეპრესიით. თუ დეპრესიული მდგომარეობა ატარებს შფოთვით კომპონენტს, არსებობს ფსიქოზის განვითარების საშიშროება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9