Rus. ангиоматоз энцефалотригеминальныйGk. angeion – სისხლძარღვი, ōma – სიმსივნის აღმნიშვნელი დაბოლოება, ერთად – სისხლძარღვოვანი სიმსივნე თანდაყოლილი პათოლოგია, აზიანებს თავის ტვინს და სამწვერა ნერვს. ხასიათდება სახეზე და თავზე ანგიომებით (ხშირად სამწვერა ნერვის ინერვაციის გასწვრივ), თანდაყოლილი გლაუკომით, ეპილეფსიფორმული გულყრებით. ფსიქიკის მხრივ – სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა, გამღიზიანებლობა, ფეთქებადობა, ბუზღუნისადმი მიდრეკილება, ბოღმიანობა, აფექტური არამდგრადობა, ცრუობა, სუიციდური აზრები. დაავადება ხშირად ვლინდება ერთი ოჯახის რამდენიმე წევრში, რაც საშუალებას იძლევა, განიხილებოდეს როგორც მემკვიდრეობითი პათოლოგია ავტოსომურ-დომინანტური გადაცემის გზით (Sturge W.A., 1879; Weber F.P., 1992; Krabbe K., 1934)
Synonym: ნეირო-კანის სინდრომი, კან-ცერებრული სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.