Rus. андропауза Anēr. andros – მამაკაცთან დამოკიდებულებით, pausis – შეწყვეტა, შესვენება „მენოპაუზის“ ანალოგიური ცნება. გამოიყენება მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის შეწყვეტის პერიოდის აღსანიშნავად. ავტორის (Ch. Bardenat, 1975) მიხედვით, ანდროპაუზის ნაცვლად სასურველია გამოყენებულ იქნას ტერმინი „მამაკაცის კლიმაქსი“. ანდროპაუზა მამაკაცებში უფრო ადრე დგება. ვიდრე ქალებში, გრძელდება საკმაოდ ხანგრძლივად და არ ღებულობს კრიტიკულ ხასიათს. ავტორი მიუთითებს, რომ ჰიპოფიზის ჰორმონების ექსკრეციის და სათესლე ფუნქციის დაქვეითება იწყება დაახლოებით 30 წლის ასაკში, მაგრამ მიმდინარეობს იმდენად ნელა, რომ სქესობრივი აქტის შესრულებისათვის აუცილებელი ჰორმონული აქტივობა მამაკაცთა უმრავლესობაში შენარჩუნდება 60 წლამდე და მეტ ხანს. ასევე ნელა ხდება ლიბიდოს ჩაქრობა. რომელიც მიმდინარეობს მერყეობით. ანდროპაუზის დადგომასთან დაკავშირებული პიროვნული რეაქციები სხვადასხვაა მშვიდიდან, კომპენსაციურ-სუბლიმაციური მოქმედების გამოვლინებიდან სქესობრივი ქცევის მკვეთრ ცვლილებამდე (პედოფილია, მცირეწლოვანი გოგონების გარყვნა და სხვ.). უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცების კლიმაქსი მნიშვნელოვნად არ აისახება ფსიქიკასა და ქცევაზე, ქალებთან შედარებით, ნაკლებად გვხვდება ინვოლუციური დეპრესიები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.