Rus. Майера эргазиологияGk. ergasia – მუშაობა, მოქმედება. logos – სიტყვა, ცნება მაიერის მიერ 1915წ. შექმნილი ფსიქობიოლოგიის ძირითადი კონცეფცია, წარმოადგენს ეკლექტიკურ, პრაგმატულ თეორიას. ადამიანი განიხილება როგორც ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ინტეგრაციული ერთიანობა. ფსიქიატრიაში ფსიქოზების ეტიოლოგიის შესწავლაზე დამყარებული ნოზოლოგიური პრინციპი შეცვლილია კონდიციონალიზმის პოზიციიდან ჩატარებული ე.წ. ერგასტული რეაქციების აღმოცენების პირობების გამოკვლევებით. ეს უკანასკნელი განიხილება როგორც პიროვნების ადაპტაციური რეაქციის ფსიქობიოლოგიური დარღვევა. თვითონ ცნება ფსიქიკური დაავადება, განიხილება როგორც უწყვეტად მიმდინარე ერგაგიის შედეგი, რიგი ფაქტორების სუმაცია და ურთიერთზემოქმედება, რომელთაგან არც ერთი არ არის წამყვანი. დაავადების შესწავლა დაყვანილია ავადმყოფის ბიოგრაფიის ანალიზზე. არჩევენ რეაქციების 6 ტიპს, რომლებიც თითქოს აერთიანებს მთელ ფსიქიკურ პათოლოგიას: 1)ორგანული; 2)დელირიული; 3)აფექტური; 4)პარანოიდული; 5)რეგრესიული, მიმდინარე ბოდვით და ჰალუცინაციებით; 6)დროებითი რეაქციები კონფლიქტების გამოდევნის დროს. 1-2 ტიპი შეესაბამება სომატოგენურ ფსიქოზებს, 3 – ცირკულარულ ფსიქოზს, 4-5- შიზოფრენიას, 6 – ნერვოზებს.(Mayer A., 1908)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.