A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანესთეზია აფექტური

Rus. анестезия аффективная
გარდამავალი მოტორული შეკავება გარემოზე აფექტური რეაქციის გარეშე, რომელიც აღმოცენდება მწვავე ფსიქიკური ან ფიზიკური ტრავმის შემდეგ. ტიპური მაგალითია – ბელცის ემოციური დამბლა (Baelz E., 1901) – ფსიქოგენური სტუპორის ვარიანტი. რომელიც აღმოცენდება ნერვულ სისტემაზე უძლიერესი. შოკური გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად (აღწერილია იაპონიაში მიწისძვრის დროს). დამახასიათებელია აფექტური რეაქციების გამოთიშვა – მწუხარების, თანაგრძნობის, შეძრწუნების, ოჯახზე ზრუნვის გრძნობის უქონლობა. აზროვნების სიმსუბუქის სუბიექტური შეგრძნება. ტიპური ფსიქოგენური სტუპორისაგან განსხვავებით, ცნობიერება არ იცვლება, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ამნეზია არ არის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9