ფსიქიკური ანორექსიის სინდრომი. ვითარდება ხანდაზმულ ასაკში, მექანიზმი არასაკმარისადაა შესწავლილი. ვარაუდობენ, რომ ანორექსიის დროს საკმარისად არ არის გამოხატული მეტაბოლური ინფორმაციის ცენტრალური აღქმა, რომელიც იძლევა ორგანიზმის ენერგეტიკულ და კვებით მოთხოვნილებაზე სიგნალს. ბლუნდელის, ბერგის და ლოურენსის (Blundele J.D., Berg J.H., Lawrence J.K., 1988) მიხედვით, ანორექსია მოგვიანებითი არ არის მარტო ხანდაზმულობის მიზეზი, არამედ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობის ერთ-ერთი მაჩვენებელია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.