A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანოხინის ბიოლოგიური თეორია ემოციებისა

Rus. Анохина биологическая теория эмоций
ემოციებს განიხილავს დარვინის კონცეფციის ჭრილში. ემოციები ონტო- და ფილოგენეზში აღმოცენდება მოთხოვნილებათა ფორმირებასთან კავშირში. დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს შეესაბამება უარყოფითი ემოციები, დაკმაყოფილებულს – დადებითი. ემოციური გამოვლინებების განმტკიცება წარმოებს ფუნქციური სისტემების მოქმედების მექანიზმებით და მოძრაობის აქცეპტორებით. უკუაფერენტაციის სიგნალების მოძრაობის აქცეპტორთან დამთხვევის შემთხვევაში აღმოცენდება დადებითი ემოციები, თუ ეს სიგნალები არ ემთხვევა მოძრაობის აქცეპტორს – უარყოფითი. ასეთი სახის კანონზომიერება ვრცელდება არა მარტო ბიოლოგიურ, არამედ სოციალურად განპირობებულ მოთხოვნილებებზე. ემოციების წარმოქმნაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქმედებათა შედეგების შეფასებას მათ დამთავრებამდე, რაც პავლოვის მიხედვით, შეესაბამება ნებისმიერ პირობით რეფლექსურ აქტს როგორც წინასწარმეტყველურს, მომავალი მოქმედების შესრულებაში. (Анохин И.К., 1949)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9