A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანტაბუსი

Rus. антабус
ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი. საფუძვლად უდევს სენსიბილიზაციის პროცესი, რომლის დროსაც ითრგუნება ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და მისი მიღება ხდება ფიზიკურად შეუძლებელი. ანტაბუსი გავლენას ახდენს ორგანიზმში ალკოჰოლის ცვლაზე, ხელს უწყობს ისეთი შუალედური პროდუქტის დაგროვებას. როგორიცაა აცეტალდეჰიდი. აცეტალდეჰიდის მომატება იწვევს მძიმე, სომატურ-ფსიქიკურ ძვრებს (გაწითლება. წამოხურება სახეზე და სხეულის ზედა ნაწილებში, გულმკრდში შებოჭვის შეგრძნება, შიში, შფოთვა და ა.შ.). ანტაბუსის ზედოზირების შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს მწვავე ეგზოგენური ფსიქოზები. ანტაბუსით მკურნალობა წარმოებს როგორც ალკოჰოლთან შეჯვარებულად (ანტაბუს-ალკოჰოლური სინჯი იხ.), ასევე მის გარეშე
Synonym: ტეტურამი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9