Rus. антабус-алкогольные пробы ტარდება მხოლოდ ანტაბუსით მკურნალობის 1 კვირის შემდეგ. ავადმყოფს დილით ეძლევა ანტაბუსი, 8-9 საათის შემდეგ ალკოჰოლი. მკურნალობის კურსი მოიცავს 10 სინჯს. გახანგრძლივებული რეაქციის შემთხვევაში (ვეგეტატიური მოშლილობანი, ხანგრძლივი არტერიული ჰიპოტონია) მისი კუპირება ხდება ვენაში მეთილენის ლურჯის ხსნარის შეყვანით. ამ მეთოდით ხდება ალკოჰოლზე ორგანიზმის უარყოფით-რეფლექსური რეაქციის განმტკიცება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.