Rus. антагонистGk. anti – საწინააღმდეგო, agon – ბრძოლა ნივთიერება, რომელიც რეცეპტორებზე მოქმედებისას არ იწვევს ისეთივე ბიოლოგიურ ეფექტს, როგორსაც სხვა ნივთიერება და ამცირებს ან ეწინააღმდეგება ამ ნივთიერების ეფექტს. თუ ანტაგონისტები მოქმედებს იმავე რეცეპტორებეზე, რომელზეც ეს ნივთიერება ან მისი აგონისტები, ლაპარაკია კონკრეტულ ანტაგონისტზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ანტაგონისტი მოქმედებს მოლეკულის სხვა ნაწილებზე, ლაპარაკია არაკონკრეტულ ანტაგონისტზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.