A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბია ბიბ ბილ ბიმ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიუ ბიჰ

ბიოგენური ამინები

Rus. биогенные амины
მიეკუთვნება: დოფამინი, ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი), ეპინეფრინი (ადრენალინი) და სეროტონინი (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი). კატექოლამინების სინთეზს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქცევითი და ემოციური პროცესების რეგულირებაში. მათი სინთეზის უმნიშვნელოვანესი ეტაპებია: თიროზინის ჰიდროქსილირების შედეგად წარმოიქმნება L-DOPA, ამ უკანასკნელის დეკარბოქსილირებით – დოფამინი, მისი ჰიდროქსილირებით – ნორეპინეფრინი, ნორეპინეფრინის მეთილირებით – ეპინეფრინი. სეროტონინის სინთეზი იწყება ტრიფტოფან-5-ჰიდროქსილაზას საშუალებით ტრიფტოფანის გარდაქმნიდან და მიიღება 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი. ამ უკანასკნელზე მოქმედებს არომატული ამინმჟავა დეკარბოქსილაზა, რის შედეგადაც მიიღება სეროტონინი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9