A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დოზ დოლ დომ დონ დოო დოპ დორ დოს დოფ

დოფამინი

Rus. дофамин
ნეიროტრანსმიტერი, ნეიროჰორმონი კატექოლამინების ჯგუფიდან. დოფამინის სინთეზი იწყება თიროზინის გარდაქმნით L-DOPA-ად ფერმენტ თიროზინჰიდროქსოლაზას მეშვეობით. შემდგომში L-DOPA განიცდის დეკარბოქსილირებას და გარდაიქმნება დოფამინად, რომლის ინაქტივაცია ხორციელდება ენზიმების მონოამინოოქსიდაზას (MAO) და კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) საშუალებით. დადგენილია. რომ პოსტსინაფსურ ნეირონებზე დოფამინი ახდენს როგორც ამგზნებ, ასევე შემაკავებელ მოქმედებას. ჯერჯერობით აღმოჩენილია 3 (D – არასპეციფიკური და D1 და D2 ტიპის დოფამინისადმი მგრძნობიარე რეცეპტორების არსებობა. D – არასპეციფიკური რეცეპტორების აგონისტებია: (dopamine, bromocriptine, apomorphine, amphetamine; ანტაგონისტებია: haloperidol fluphenazine, triflupherazine, thiothixene, thioridazine და mesoridazine. D1 რეცეპტორების აგონისტებია: SKF 38393. ანტაგონისტია SCH 23390. D2 რეცეპტორის აგონისტია quiprol. ანტაგონისტებია sulpirid და zacoprid
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9