A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნოზ ნოი ნონ ნოო ნორ ნოს ნოქ

ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი)

Rus. норэпифедрин (норадреналин)
სინთეზირდება დოფამინისაგან დოფანჰიდროქსილაზას საშუალებით, ხოლო მისი მეთილირების შედეგად (ფერმენტ ფენილეტანოლამინ - N - მეთილტრანსფერაზას საშუალებით) სინთეზირდება ეპინეფრინი (ადრენალინი). ნ-ადმი სპეფიციკურად მგრძნობიარე რეცეპტორებია: α – არასპეციფიკური, α1, α2; β – არასპეციფიკური, β1. β2 არასპეფიციკური რეცეპტორების აგონისტებია: norepineprin, spjedrin, amphetamine; ანტაგონისტია labetolol. α–ს აგონისტია phenyleprin, ანტაგონისტია phenoxyhenzamin. α2–ის აგონისტია klonidin. ანტაგონისტებია: piperoxan და yohimbini hidrocloridi. β1-ის აგონისტია dibutalmin, ანტაგონისტია metoprolol. β2-ის აგონისტია terbutalin და metaproterenol, ანტაგონისტია butoxamin. აგრეთვე ცნობილია β არასელექციური აგონისტები: propranolol, alpenol, nadolol და timolol.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9