A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანტიკონვულსიური პრეპარატები

Rus. антиконвульсанты
L. convusio – კრუნჩხვა
კრუნჩხვსაწინააღმღეგო მოქმედების პრეპარატები, გამიოყენება სხვადასხვა გენეზის კრუნჩხვების კუპირებისათვის (ეპილეფსია, ეკლამფსია, ინტოქსიკაცია, ტეტანუსი). მათი მოქმედების საფუძველია ცნს-ის აგზნების შესუსტება ან შეკავების გაძლიერება. ზოგიერთ ანტიკონვულსიური პრეპარატებს გააჩნია სომნოლენციური აქტივობაც (ბარბიტურატები, ქლორალჰიდრატი), ზოგი კი მოკლებულია ამ თვისებას (ჰექსამიდინი, ქლორაკონი, დიფენინი, ტრიმეთინი, ეტოსუკსიმიდი). ზოგ ბარბიტურატს, რომელსაც არა აქვს საძილე მოქმედების აქტივობა, იყენებენ დღის განმავლობაში (ბენზონალი). ანტიკონვულსიური პრეპარატების ჯგუფში აღსანიშნავია კარბამაზეპინი (ფინლეპსინი, ტეგრეტოლი), რომლის ეფექტურობის სპექტრში წამყვანია ანტიკრუნჩხვითი, ანტიდეპრესიული, ანალგეზიური და ნორმოთიმიური აქტივობის შერწყმა. ანტიკონვულსიური მოქმედება გააჩნია ვალპროას მჟავას წარმოებულებს და მარილებს: ანტიკონვულსიური პრეპარატები ვალპროას კალციუმის (კონვულსოფინი) და ნატრიუმის (დეკაპინი, კონვულექსი, აცედიპრილი და ა.შ).; ვალპროატის წარმოებულები განსხვავდება სხვა დანარჩენი ანტიეპილეფსიური მედიკამენტებისაგან იმით, რომ წარმოადგენს აზოტოვან ნაერთებს. მათ ანტიკრუნჩხვით მექანიზმში იგულისხმება თავის ტვინში გამაამინოერბომჟავას კონცენტრაციის აწევის ეფექტი, ისინი ამცირებს ამ უკანასკნელის დაგროვებას შავ სუბსტანციაში და ნუშისებურ სხეულში. ანტიკონვულსიური აქტივობა ახასიათებს აგრეთვე ზოგიერთ ტრანკვილიზატორს, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინის წარმოებულებს (კლონაზეპამი, ნიტრაზეპამი) და ა.შ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9