A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანტიფსიქიატრია

Rus. антипсихиатрия
Gk. psychē – სული, iatreia – მკურნალობა
მიმდინარეობა თანამედროვე ამერიკულ და ევროპულ ფსიქიატრიაში, რომელიც ამტკიცებს ფსიქიკურ დაავადებათა გაიგივების უმართებულობას საერთო სომატურ დაავადებებთან. ანტიფსიქიატრიის მიმდევრები სარგებლობენ იმით, რომ ე.წ. ენდოგენური დაავადების ეტიოლოგია, პათოგენეზი და სპეციფიკური მორფოლოგიური ცვლილებები დღემდე არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს საერთოდ არ არის დაავადება და ფსიქიკურად შეცვლილი პერსონის იძულებითი ჰოსპიტალიზაცია და ძალდატანებითი მკურნალობა გაუმართლებელია. 60-70-იან წლებში მათ ბრძოლა გამოუცხადეს ნოზოლოგისტებს და მიიჩნევდნენ, რომ ფსიქიკური დაავადების გამომწვევია მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური მიზეზები, რის გამოც მოითხოვდნენ იძულებითი მკურნალობის და ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების გაუქმებას და სოციალურ-რეაბილიტაციური მეთოდების ფართო გამოყენებას. იშველიებენ რა ფსიქოტროპულ პრეპარატთა ე.წ. გვერდითი მოვლენების აღმოცენების ფაქტს, კატეგორიულად უარყოფენ მსგავსი მკურნალობის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიფსიქიატრია არ იქნა გაზიარებული მსოფლიო ფსიქიატრიული საზოგადოების მიერ მისი რადიკალიზმის გამო, მან მაინც შეასრულა დადებითი როლი ფსიქიატრიაში სოციალური რეაბილიტაციის, პიროვნების თავისუფლების და ფსიქიატრიული დახმარების ჰუმანიზირების თვალსაზრისით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9