Rus. антиципацияL. anticipatio – მოვლენათა წინასწარმეტყველება ფსიქოლოგიაში: მოქმედებათა შედეგის ამოცნობის უნარი რეალურ განხორციელებამდე ან აღქმამდე („წინასწარი ასახვა“), მომავალი მოვლენებისადმი მზადყოფნა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. ტერმინმა შეიძინა რამდენადმე განსხვავებული კლინიკურ-ბიოლოგიური მნიშვნელობა. მაგ., ფსიქიატრიულ გენეტიკაში შიზოფრენიის მაგალითზე ანტიციპაციის ფენომენის ქვეშ იგულისხმება „პროცესის დამძიმება“: მემკვიდრულად დატვირთულ ოჯახებში ბავშვებში შიზოფრენიის მანიფესტირება ხდება უფრო ადრე, ვიდრე მათ მშობლებში და მიმდინარეობს გაცილებით მძიმედ (შეტევათა გახშირება, რემისიის გაუარესება) (Москаленко В.Д., 1989)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.