1. ჰალუცინაციური ორეულის სიმპტომი (ალ-ტერ-ეგო). ავტორის მიერ აღწერილმა ავადმყოფმა, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტვინის მარცხენამხრივი კეროვანი დაზიანება, ნახა მის გვერდით მწოლიარე ორეული. 2. ანოზოგნოზიის სიმპტომი თავის ტვინის კეროვანი ორგანული დაზიანებისას. ანოზოგნოზია გამოხატულია კიდურთა დამბლით, ცენტრალური წარმოშობის სიყრუითა და სიბრმავით (ამასთან ერთად აღინიშნება ჰალუცინაციები). დამახასიათებელია „კომპენსაციური“ ხასიათის კონფაბულაციები. შედის ანტონ-ბაბინსკის სინდრომის სტრუქტურაში. 3. მესამე (სხვისი) ხელის სიმპტომი. აღინიშნება სიმსივნური პროცესით დიდი ტვინის თხემის წილის ორმხრივი დაზიანებისას. (Anton G., 1893-1899)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.