Rus. аперцепцияL. perceptio – აღქმა ადამიანის ფსიქიკის თვისება, გამოხატავს საგნებისა და მოვლენების აღქმის დამოკიდებულებას მოცემული სუბიექტის წინა გამოცდილებაზე, მის ინდივიდუალურ, პიროვნულ თავისებურებებზე. სინამდვილის აღქმა არ არის პასიური პროცესი. აპერცეფციის უნარი საშუალებას აძლევს ადამიანს, აქტიურად აშენოს სინამდვილის ფსიქიკური მოდელი დეტერმინირებულად ჩამოყალიბებული და მოცემული ინდივიდისათვის დამახასიათებელი პიროვნული თავისებურებებით. აპერცეფციის ცნება ფართოდ გამოიყენება სამედიცინო ფსიქოლოგიაში, კერძოდ, პათფსიქოლოგიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.