A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აპა აპე აპი აპო აპრ აპს

აპრაქსია

Rus. апраксия
Gk. prakis – მოქმედება
ნებითი, მიზანდასახული მოქმედებების და მოძრაობების დარღვევა მათი შემადგენელი ელემენტარული მოძრაობითი აქტების შენარჩუნების პირობებში. აღინიშნება თავის ტვინის ქერქის ორგანული დაზიანების დროს. ლიპმანის (H. Liepmann. 1920) მიხედვით, გამოყოფენ აპრაქსიის ორ ძირითად ფორმას: 1. იდეატორული – საჭირო მოქმედების სახის დარღვევა; 2. მოტორული – მოქმედების განხორციელების საშუალების დარღვევა. მოტორული აპრაქსია, თავის მხრივ. იყოფა იდეაკინეზურ (ნებითი მოძრაობების დარღვევა მოძრაობის მიზნის და შესაბამისი ინერვაციის დისოციაციის შედეგად) და აკროკინეზურ (წარსული გამოცდილებით ჩამოყალიბებული ხელის და არტიკულაციური აპარატის მოძრაობის ჩვეული სქემების დარღვევა)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9