Rus. апраксия конструктивная კონსტრუირებადი მოქმედების აგების, აწყობის, ხატვის უნარის დარღვევის სიმპტომთა კომპლექსი. ზიანდება იმ მოძრაობათა და მოქმედებათა ფორმები, რომლის საფუძველია სივრცითი აღქმის უნარი. აღინიშნება დომინანტური ჰემისფეროს ქერქის ქვედა თხემისა და თხემ–კეფის მიდამოს დაზიანებისას. (Кроль М.Б., 1933: Kleist K., 1934).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.