Rus. апраксия персевераторная (Pick A., 1905). აპრაქსიის სახე. დამახასიათებელია მოძრაობით სფეროში გამოხატული პერსევერაციული ტენდენციები. აღინიშნება დიდი ტვინის ქერქის შუბლის წილის, პრემოტორული ზონის დაზიანებისას. აპრაქსია პერსევერაციულის საფუძველია კინეტიკური სქემის აშლა. მოძრაობის აქტის დინამიკის და რთული მოძრაობითი ჩვევების დარღვევა (Лурия А.Р., 1949, 1962).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.