ტანისამოსის ჩაცმის შეუძლებლობა. აპრაქსიული დარღვევის სახე, რომელიც აღინიშნება მარჯვენა ჰემისჰეროს ქერქის უკანა არეების კეროვანი დაზიანებისას. დაკავშირებულია კონსტრუქციული პრაქსისის დარღვევებთან. შედის ჰეკენის და ზანგვილის აპრაქსიულ-აგნოზიურ სინდრომთა შემადგენლობაში.(Brain W.R., 1941)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.